15:16 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 14:47:34, 958 ნახვა

სამართალი
პაპუაშვილი: თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს

„თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს, თუ ვნახავთ, რომ იქიდან  მზადყოფნა იქნება“,-ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა  ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მისი სურვილია პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაიაზროს ინფორმაცია და ერთად მოიფიქრონ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეაგირება.

სწორედ ეს მინდა, რომ პოლიტიკურმა ხელმხღვანელობამ გაიზიაროს ინფორმაცია და ერთად მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეაგირება, რათა გარანტია ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს, რომ კი არ გაუარესდება მდგომარეობა, არამედ პირიქით და მოსამართლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, წყნარ, მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ საქმიანობა. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება, მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მთავარ პროკურორთან შეხვედრა და არა ის, რომ ბათუმის პროკურატურამ გამომიგზავნა მოსაწვევი, მობრძანდითო.   მთავარი პროკურორი ჩვენ არ დაგვკავშირებია. ცოტა სერიოზულად თუ შევხედავთ საკითხს, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი. ყველამ უნდა გაიზიაროს ის ფაქტი, რომ ამ ინსტიტუციის ნორმალური მუშაობა დაკავშირებულია ქვეყნის ინტერესებთან. თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს, თუ ვნახავთ, რომ იქიდან იქნება მზადყოფნა“,-აღნიშნა  გიორგი პაპუაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება
ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჩემპიონატზე ქვეჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონ ლარს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ის პირველი ფილიალი გაიხსნა
ტუსკი - პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად Patriot-ის კომპლექსის მარაგი არ აქვს, მაგრამ სხვა ხერხებით დაეხმარება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics