13:38 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 15:43:38, 785 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: მანანა კობახიძემ თავის თავში მოიკითხოს უპასუხისმგებლობა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით მანანა კობახიძის განცხადება არაკორექტულობის ზღვარს მიღმა გაკეთებული შეფასებაა.

 „ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ ვიღაცა თავის თავს აძლევს  უფლებას პრეზიდენტის მიმართ ასეთი განცხადებები გააკეთოს. კობახიძის ნათქვამი არის არაკორექტულობის ზღვარზე გაკეთებული განცხადება. უპასუხისმგებლობა არის ზუსტად ის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მძიმე განცხადებას და ამ დროს სამართალდამცავების მხრიდან წაყრუება ხდება. მიუხედავა იმისა, რომ შინაგანი რწმენით შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ის შეიძლება იტყუება, საქმე მაინც უნდა აღიძრას. შესაბამისად, მანანა კობახიძემ თავის თავში მოიკითხოს უპასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის განცხადება არ იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics