15:29 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 18:40:27, 434 ნახვა

ეკონომიკა
მინისტრები ბიუჯეტის ათვისების კუთხით, საკუთარი უწყებების გარკვეულ ჩამორჩენასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ

მინისტრები ბიუჯეტის ათვისების კუთხით, საკუთარი  უწყებების გარკვეულ ჩამორჩენასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, მისი უწყების თანხის ხარჯვა გეგმის მიხედვით მიდის.
"რაც შეეხება ერთ-ერთ პუნქტს, ეს არის რეაბილიტაცია-აღჭურვის პროგრამა, მოგეხსენებათ ვერ იქნება წრფივი დანახარჯები, არამედ ეს არის ჯამური მერყეობა. გარწმუნებთ, ხარჯვები გეგმის მიხედვით მიდის და არანაირი საფრთხე არ არის"-აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზუგდიდის საუნივერსიტეტო კლინიკისა და  დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე ხარაგაულისა და ლენტეხის საავადმყოფოების რეაბილიტაცია ხდება.
უწყების თანხის ხარჯვის გეგმაზომიერებაზე საუბრობს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც.
"ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობაზე საუბარი არ არის. საბიუჯეტო სახსრების და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გეგმაზომიერად მიმდინარეობს. პირიქით, თუ 2014 წლის იგივე პერიოდს შევადარებთ, ახლა უფრო უკეთესი მდგომარეობაა. გარკვეული მითითება მივიღეთ დონორების მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე. ვიცით, რომ დონორები ხელმძღვანელობენ საკუთარი შესყიდვების პროცედურებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენსას არ ემთხვევა. ამ კუთხით მივიღეთ რეკომენდაცია, რომ გავაქტიურდეთ აქ და მოვლენები დავაჩქაროთ, რათა  შემდგომი ჩამორჩენა არ იყოს",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, სამინისტროს ჩამორჩენა დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების ნაწილში აქვს, რაც მისივე განმარტებით,  მათ შიდა პროცედურებთანაა დაკავშირებული.
"მოგახსენებთ, რომ ათვისებაზე არის დაგვიანება. ეს გახლავთ დონორი ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტების  ნაწილში და დაკავშირებულია მათ შიდა პროცედურებთან. ანუ, საბიუჯეტო ნაწილში არანაირი ჩამორჩენა არაა., მხოლოდ არის ტექნიკური ნიუანსების გამო. შიდა პროცედურების გათვალისწინებით, დონორების ნაწილში, რომელსაც დავაწევთ ან მინიმუმ დავაკორექტირებთ. შესაბამისად, აქ ჩვენ პრობლემა არ გვექნება",-აღნიშა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, დღეს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერისთვის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტის შესრულების კუთხით, ინფორმაციის მიწოდებისას განაცხადა, რომ ამ მხრივ განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროებს გარკვეული ჩამორჩენა აქვთ.
"გააქტიურება ნამდვილად კარგი იქნება",-დასძინა ფინანსთა მინისტრმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics