18:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 17:23:58, 687 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პაპუაშვილზე: მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის  პირველი განცხადების შემდეგ, მას ტელეფონით დაუკავშირდა და შესთავაზა პროკურატურისთვის მასალები მიეწოდებინა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაპუაშვილმა სამწუხაროდ გადაწყვიტა, რომ არ მიემართა პროკურატურისთვის.

პრემიერისთვის გაუგებარია რატომ არ შეიძლება აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური.

„ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ჩვენს ინსტიტუციებს, მათ შორის ნებისმიერ ფილიალს და პროკურატურის ნებისმიერ რიგით წარმომადგენელს, უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ. მე არ მაქვს პრობლემა მასთან შეხვედრის რა თქმა უნდა, უბრალოდ მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან, რაც არის ყოვლად დაუშვებელი”,-  აღნიშნა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics