02:53 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 17:12:39, 596 ნახვა

სამხედრო
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დაგეგმვის ძირითადი ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში განთავსებულ ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANCOM) შტაბს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC), სამხედრო პოლიციის, გენერალური შტაბის J2, J3, J4, და J7-ის, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის და პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლები შედიოდნენ.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი "ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის გეგმის შემუშავება და ნატოს სწავლებების დაგეგმვის შესწავლა იყო.

ნატოს სახმელეთო სარდლობის ცამეტი წარმომადგენელი ქართულ მხარესთან ერთად სწავლების გეგმის დოკუმენტის შემუშავებაზე სამი დღის განმავლობაში, 19-დან 21 ივლისამდე, მუშაობდა. სამუშაო შეხვედრა ნატოს სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა პაოლო რიგიერომ გახსნა. მან ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით “ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დახურვის ცერემონიის დროს კი, ნატოს სახმელეთო სარდლობის პოლიტიკურმა მრჩეველმა ჰაიდი მაიერმა ყურადღება ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნატო პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს, საქართველო კი ნატოსთვის გამორჩეული პარტნიორია.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი 10-დან 20 ნოემბრამდე უმასპინძლებს. ბრიგადის დონის სწავლების მიზანი ქართველი ოფიცრებისთვის ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა.

სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ღონისძიების დაგეგმვაში ქართულ მხარესთან ერთად ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო სარდლობა იზმირში (LANDCOM), და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრი (JFTC) მონაწილეობს.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics