2015-03-05 19:08:50, 300 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა. სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ. სამთავრობო დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ქონების რეგისტრაციის სისტემის ქართულ მოდელის და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების და ელექტრონულ სერვისების, დამისამართების და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები იუსტიციის სახლის კონცეფციასაც გაეცნენ. „უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს სააგენტოში დანერგილი სიახლეები და ზოგადად, ჩვენი საქმიანობა გავაცანით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“,-აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. უკრიანის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 8 მარტს დასრულდება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|