13:00 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 18:20:12, 676 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი პრეზიდენტის განცხადებაზე: სავარაუდოდ, სამართალდამცველთა ნაწილი ასეთი ტიპის დავალებებშია ჩართული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აფასებს.

როგორც წერეთელმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები ნაცვლად იმისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და პრეზიდენტის განცხადებების სასწრაფო გამოძიებას ითხოვდნენ, ამბობენ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.

მისივე თქმით, ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის იმიჯს აზარალებს და მის დასავლეთისკენ სვლას ხელს უშლის.

„პრეზიდენტის განცხადებები შემაშფოთებელია. დადებითია, რომ გიორგი მარგველაშვილი ამაზე საუბრობს. ასეთი თემების მიჩქმალვა იმ ადამიანების წახალისებას გამოიწვევს, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს. პრეზიდენტის განცხადებას სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება უნდა მოყვეს. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამართალდაცველთა ერთი ნაწილი ასეთი ტიპის დავალებებში არის ჩართული. ყველაზე მძიმე ისაა, რომ მსგავსი  განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც გააკეთა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, იმის ნაცვლად რომ საუბარი იყოს ამ საქმეების სასწრაფოდ გამოძიებაზე, ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ეს განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.  აქ იმაზე კი არ არის საუბარი პრეზიდენტის განცხადებით  ვის შეელახება იმიჯი, მე თუ მკითხავთ ხელისუფლებას იმიჯი საერთოდ არ აქვს, საუბარია ქვეყანაზე და სახელმწიფო არ არის ხელისუფლება. ქვეყანა ხალხია. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება სახელმწიფოს აყენებს ზიანს და ხელს უშლის ქვეყნის დასავლეთისკენ სვლას. მმართველ გუნდს რესურსიც არ აქვს, რომ რაიმე გამოასწოროს. თუ გვინდა, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს და სწორი გზით წავიდეს, ამ ფაქტებზე გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული“, - აცხადებს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა.

როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. პრეზიდენტის თქმით, ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
„კანონპროექტი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება“ - 3 ევროპარლამენტარის განცხადება
რიჟვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics