22:55 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 09:49:28, 583 ნახვა

Lifestyle
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით დანაშაულის პრევენციის ცენტრის 500 ბენეფიციარი უფასოდ ისარგებლებს

საქართველოს  იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და თბილისის მერიის ერთობლივი შეთანხმებით, 500 ყოფილი პატიმარი ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს,  ეს შეღავათი შეეხებათ მხოლოდ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციარებს.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, ამ პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. „მათ შორის ყველაზე გამორჩეულია დედაქალაქის მერია, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში“, აღნიშნა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში, სხვა მომსახურებებთან ერთად, ხდება ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება, პროფესიული გადამზადება და პროგრამის წარმატებული მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.   




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძე და გელა კაშია დააკავეს
სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გაუშვა და გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო - ვიდეო
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics