14:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 13:06:20, 1233 ნახვა

სამართალი კომენტარი
კობახიძე: თუ გიორგი პაპუაშვილს მოწმის სახით დაიბარებენ, ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მოწმის სახით დაიბარებენ, ის ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, - ამის შესაბებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობაიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პაპუაშვილმა უნდა დაიცვას კანონი, რომელიც მოწმისთვის არის განსაზღვრული.

„ის არ უნდა გაჯიუტდეს და პროკურატურას უნდა მისცეს ჩვენება. მოსამართლემ უნდა გააცნობიეროს, რომ სამართალდამცავ უწყებასთან კანონის ფარგლებში უნდა ქონდეს ურთიერთობა“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და გიორგი პაპუაშვილს მიმართა, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics