13:23 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 09:54:38, 2917 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებლო წარმოების შეჩერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებლო წარმოების შეჩერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

სააღსრულებო წარმოება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეჩერდეს, შეწყდეს ან მოხდეს აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება.

სააღსრულებო წარმოების  შეწყვეტა

სააღსრულებო წარმოება შეიძლება შეწყდეს კანონით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:კრედიტორის უარი აღსრულებაზე; კრედიტორისა და მოვალის  მორიგება; აღსასრულებელი გადაწყვეტილების გაუქმება; იძულებით აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლა

კრედიტორის უარი აღსრულებაზე

სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორს აქვს უფლება უარი თქვას აღსრულებაზე, რასაც ის ითხოვს  შესაბამისი წერილობითი განცხადებით.

მორიგება

სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ მორიგდნენ. ასეთ შემთხვევაში მხარეები აღმასრულებელს წარუდგენენ მორიგების აქტს, რომელიც დასამტკიცებლად ეგზავნება სასამართლოს. 

სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინების წარმოდგენით წყდება სააღსრულებო წარმოება.

აღსასრულებელი გადაწყვეტილების გაუქმება

აღსასრულებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს სააღსრულებო ფურცლის გამომცემი ორგანოს ან სასამართლოს  მიერ.

იძულებით აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლა

იძულებითი  აღსრულება შესაძლოა შეწყდეს საქმის ხანდაზმულობის გამო. 
კერძოდ: თუ  გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების  ვადა; თუ საქმის შემოტანიდან 10 წლის განმავლობაში ვერ მოხდა იძულებითი აღსრულება ; ადმინისტრაციული ჯარიმა ვერ აღსრულდა 5 წლის ვადაში

გამონაკლის  შემთხვევას წარმოადგენს: ალიმენტი; შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დაკისრებული კომპენსაცია; სახელმწიფოს სასარგებლოდ მიმდინარე საქმეები

სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისას უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება და წარმოების განახლება  დაუშვებელია!

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის" სამიტზე მხოლოდ სამიტის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობით იქნება შესაძლებელი
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics