12:38 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 15:19:32, 625 ნახვა

რეგიონი
ახალ საკურორტო სეზონს ბეშუმი ახალი წყალმომარაგების სისტემით ხვდება

ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასმულ პრობლემურ საკითხებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი - კურორტ ბეშუმის სასმელი წყლით მომარაგება და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იყო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე ხულოს მკვიდრთ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას დაჰპირდა.

მათივე ცნობით, კურორტის სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს საკითხის შესწავლისა და რეაგირების დავალება მისცა.

კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცის სამუშაოების განსახორციელებლად შპს ,,B&B" -სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა.

სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოების 90 % შესრულებულია. 20 ივლისს კურორტის აღნიშნულ ნაწილში წყლის სატესტო რეჟიმში გაშვება მოხდა, რის შემდეგაც დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამ დროისათვის უკვე გამოსწორებულია. სამუშაოების წარმოება გრძელდება დამატებით ორ უბანზე, სადაც ერთგან სასმელი წყლის მიწოდება ორ დღეში იქნება შესაძლებელი, მეორე უბანზე კი 5 დღეში. ასევე დაგეგმილია საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც.

რაც შეეხება კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სამუშაოებს აქ შპს „TUSKI GEOLOGY GROUP"-ი ახორციელებს. სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპილატიტეს ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი. შესრულებულია სამუშაოების 60 %. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 500 მეტრი სიგრძის კანალიზაციის მილისა და 40 ერთეული საკანალიზაციო ჭის მოწყობის სამუშაოები.

კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წლის სხვა პერიოდში ვერ ხერხდება, გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და კურორტის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და ჰპირდება, რომ სამუშაოები სრულად რამდენიმე დღეში დასრულდება.  

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 20-22 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
DRI - „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
Reuters - უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ბომბდამშენი მათ ჩამოაგდეს
რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქცია - მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების გადაყენების საკითხი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics