08:51 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 15:26:41, 569 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძე: პრეზიდენტის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძეს

პრეზიდენტის აზრით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიშველაძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უმოქმედობით  ინსტიტუციების დისკრედიტაცია ხდება.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება. მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე-პრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ, რაზეც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყველგან მის გვერდით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics