01:32 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 15:42:14, 671 ნახვა

სხვადასხვა
თხილის ხარისხისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, ნიადაგის აგროქიმიური კვლევები ხორციელდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ხელმძღვანელთან, ზაურ ჩანქსელიანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  „დარჩელის თხილი“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კოოპერატივის წევრებს სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და ნიადაგის დაცვისა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების საკითხების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

უწყების ინფორმაციით, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მიერ კოოპერატივის „დარჩელის თხილი“  კუთვნილ  600 ჰა მიწაზე გაშენებულ თხილის პლანტაციებში  ნიადაგის აგროქიმიური კვლევა ჩატარდა.

 კვლევების საფუძველზე ადგილობრივი ფერმერებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას და შედეგად, კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი პროდუქტის  მიღებას  შეუწყობს  ხელს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუდმივად განხორციელდება ნიადაგის აგროქიმიური კვლევა და ფერმერთათვის მიზნობრივი რეკომენდაციების მომზადება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭრის გზით“ ფარგლებში შეიქმნა და დღეისთვის 599 ფერმერს აერთიანებს. 

(NS) 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics