18:12 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 16:53:37, 628 ნახვა

პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: ჟურნალისტების საშუალებით მედიაომი მიმდინარეობს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მაღალი თანამდებობის პირების მიერ შანტაჟთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს, უბრალოდ, პოლიტიკური მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საყვარელიძემ აღნიშნა, ეს პროცესი არასერიოზულია.

„ბოლოდროინდელი განცხადებები მედიაომია. თუ თანამდებობის პირებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მათ სრული საშუალება ჰქონდათ, რომ პროკურატურაში ეჩივლათ. სამწუხაროა, რომ ამ გზას  დაადგნენ. საკითხმა სამართლებრივი გზა უნდა გაიაროს და ამ გზით სიარულს უნდა შევეჩვიოთ. სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხს მედიის საშუალებით წყვეტენ. ეს საკმაოდ არადამაჯერებელია, რათა ეს ფაქტი ფაქტად მივიღო. მმაართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებიც მედიაომია. სწორედ ეს მედიაომია ჩემთვის არასერიოზული, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ეს ადამიანები პოლიტიკურ მიზანს ისახავენ და ამისთვის ჟურნალისტებს იყენებენ. ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს გამოძიება და დამთავრდება ამით ყველაფერი, რათ უნდა ამას ბევრი შეფასება“, - აცხადებს საყვარელიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics