03:57 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 17:10:11, 1126 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ივანიშვილმა სად შეკრიბა ეს გუნდი - ცალობით მოიყვანა თუ ბითუმად იყიდა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე ბოლოდროინდელ სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე უშნოდ დადგმულ სპექტაკლს გავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ცინცაძემ განუცხადა, პოლიტიკური ძალები ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს მიაღწიონ.

„ეს სკანდალური განცხადებები და რეაქციები მათზე, უშნოდ დადგმულ სპექტაკლს გავს. ნუთუ უშვებთ, რომ კობახიძე და ვოლსკი სხვაგვარ განცხადებებს გააკეთებდნენ და თავზე ნაცარს დაიყრიდნენ? არც ერთ საპარლამენტო ლიდერს 30 წლის განმავლობაში არ გაუთვითცნობიერებია, რომ თუ რა მძიმე ტვირთს ატარებენ. ამ ადამიანების აზრი უნდა იყოს კანონის ენით ლაპარაკი. ამ ხალხის კაკნონებით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და ეს ადამიანიები თავისუფალი ოპოზიციონერებივით იქცევიან, რომლებიც რაღაცას იტყვიან და მერე ამ ნათქვამზე პასუს არ აგებენ. კობახიძემ საკუთარი ძმის სკანდალზე გასცეს პასუხს, რომელიც მიფუჩეჩდა. რომ თქვა ეს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ არის მიმართულიო ამას უნდა დავუჯეროთ და პრეზიდენტის განცხადებას არ უნდა დავუჯეროთ? მე არ ვიცი, ელემენტარულად რა გუნდი შეკრიბა ივანიშვილმა. ცალობით აგროვდება თუ ისინი საბითუმოდ შეკრიბა. ვოლსკი მოჭუტავს თვალებს და რაღაც ზღაპრებს გვიყვება. სად გაგონილა კანონმდებლები ვარაუდის დონეზე საუბრობდნენ. ეტყობა შემთხვევით უკავიათ თანამდებობები მმართველ გუნდში. არ შეიძლება მიზანი ყველა საშუალებას ამართლებდეს. ისეთი საშუალებებია ძაღლი პატრონს ვერ ცნობს.  ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ არჩევნებში სასურველ შედეგს მიაღწიონ“, - აცხადებს ცინცაძე. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გია ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი მრავალრიცხოვანი ტრამვებით კლინიკაში რჩებიან
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics