00:26 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 17:49:17, 1064 ნახვა

სამართალი
კულტურის მინისტრმა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს პოზიციების დატოვება შესთავაზა

"კულტურის მინისტრმა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს პოზიციების დატოვება შესთავაზა" - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, თუ ისინი მათი ნებით არ გადადგებიან, "სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას  მენეჯმენტის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით".

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდია ოპერისა და ბალეტის თეატრში ხდება.  

მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის მცდელობისა, მხარეებს ურთიერთბრალდებები კონსტრუქციულ ვითარებაში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა.

უწყება ვერ ხედავს  ვერავითარ ნიშანს, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში, სიტუაცია დარეგულირდება. უფრო მეტიც, პროცესები სრულიად მიუღებელ ფორმაში გადაიზარდა. აშკარაა, რომ ადგილი აქვს  მმართველ რგოლებს შორის სრულ დისკომუნიკაციას და შეუთანხმებელ ქმედებებს.

ამიტომაც, დღევანდელ შეხვედრაზე  მინისტრმა თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელს და დირექტორს შესთავაზა დატოვონ დაკავებული პოზიციები.

თუ მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მიიღებს  გადაწყვეტილებას  მენეჯმენტის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics