12:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 17:59:21, 698 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ქართველებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

გიორგი მარგველაშვილი დაინტერესდა იმ პროექტით, რომლის ფარგლებშიც ქართველი ფერეიდნელები საქართველოში იმყოფებიან და ქართულ ენასა და მუსიკას სწავლობენ.

პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ფერეიდნელ ქართველებს ქართული ენის შესწავლის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების შენარჩუნებას. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics