2016-07-26 18:04:19, 1197 ნახვა
სამართალი
მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გამოიკითხება
მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გამოიკითხება.
აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს.
გამოკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს დაიბარებენ.
ამასთან, მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ხვალ არის დაბარებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან