03:39 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 18:14:27, 595 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის პროვოკაციის დროს

"ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო შტაბს 2013 წელს, მაშინ, როდესაც სწორედ ამ გუნდის დახმარებით, სოფელ და ქალაქ-ქალაქ სიარულით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. 

კობახიძეს თქმით, არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში.

„აქედან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, არაკორექტული და არაეთიკურია პრეზიდენტის მხრიდან საუბარი, კითხვების დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოძრავებდა საარჩევნო შტაბს არჩევნებში მონაწილეობის პროცესში“,-აღნიშნა კობახიძემ.

მანვე აღნისნა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის ინციდენტის, პროვოკაციის დროს.

„ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, კორცხელის ინციდენტზე ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამომავლოდ, ოქტომბრის არჩევნებში განსაკუთრებით, მსგავსი შემთხვევა არ გამეორდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძრვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ამ შტაბს 2013 წელს, მათ შორის კახა კალაძეც იყო ის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტს დაყვებოდა ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ძალიან კარგად იცის გიორგი მარგველაშვილმა, რა ღირებულებების მატარებელია კახა კალაძე, რა მიზნები ამოძრავებს მას, როგორც პოლიტიკაში ისე ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება არის, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური და არაკორექტული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics