04:23 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 19:46:54, 641 ნახვა

პოლიტიკა
ერდოღანი: ევროკავშირი მიგრაციული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ევროკავშირი მიგრაციული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, - ამის შესახებ გერმანული მედია ერდორანის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, "ევროპელი ლიდერები მასთან არაგულწრფელები იყვნენ". 
ერდოღანის თქმით, დაპირებული 3 მილიარდი ევროდან ევროკავშირმა თურქეთს მხოლოდ  1-2 მილიონი გამოუყო. მისივე განმარტებით, თურქეთმა 2,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი მიიღო, რაც ქვეყნის ბიუჯეტს თითქმის 11 მილიარდი ევრო დაუჯდა.

“თურქეთი მიგრანტების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებების თავის ნაწილს ასრულებს. ჩვენ ვიცავთ დაპირებებს, მაგრამ იცავენ ევროპელი ლიდერები თავის დაპირებებს?” - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ცნობისთვის, მარტში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქეთმა საბერძნეთში ჩასული არალეგალური მიგრანტების მიღებაზე თანხმობა განაცხადა. სანაცვლოდ, ბრიუსელი თურქეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას დაპირდა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მხოლოდ ევროპაში არ იყენებენ სიკვდილით დასჯას. ყველა დანარჩენ ადგილას ეს ჩვეული პრაქტიკაა".

ერდოღანის თქმით, ის დამოუკიდებლად სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუმცა ვალდებულია ხალხის მოსაზრება გაითვალისწინოს. 
"ამიტომ ეს საკითხი ქვეყნის პარლამენტის წინაშე უნდა დავაყენთ", - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთი ევროსაბჭოს წევრია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერია, რაც ქვეყანაში სიკვდილით დასჯის კანონის არსებობას კრძალავს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics