16:11 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 19:51:47, 711 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს ჭორაობისგან თავი შეიკავოს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ჭორაობისგან თავი შეიკავოს. 

როგორც კალაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში პოლიტიკოსები ამორალურ და ზნეობადაკარგულ განცხადებებს აკეთებენ. 

„მე მესმის, დღეს რთულია საუბარი ზნეობაზე, მორალზე, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული, მაგრამ ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა უნდა მოვახერხოთ ამისგან თავის დაღწევა. ორი დღეა,  ვისმენთ პრეზიდენტის არადეკვატურ განცხადებებს, აშკარად ჩანს, რომ ის ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია განახორციელოს, რაზეც დგას ჩვენი სამშობლო. აშკარად ჩანს, რომ ის არის დაბნეული იმ რეაქციების გამო, რაც საზოგადოებაში მოყვა მის განცხადებებს, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ კორცხელის ინციდენტი დააკავშიროს ჩემთან. 

მარგველაშვილი ყოველთვის საუბრობს, რომ არ არის არც „ნაცონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მაგრამ მისი განცხადებები არის "ნაციონალების" ციტირება და არ მახსოვს გაეკეთებინოს განცხადება კარალეთში მომხდარ ინციდენტთან და იმ ზონდერებთან დაკავშირებით, რომლებიც საშინელ დღეში აგდებდნენ ადამიანებს წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.

ვიცე პრემიერმა გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი სცეს. 

„ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, მერე რა, რომ გარკვეული ადამიანების ხათირთ იქნა არჩეული. მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს“, - აღნიშნა კალაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics