04:26 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 22:24:46, 1113 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის თავმჯდომარეს იე ძიან მინს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის თავმჯდომარეს იე ძიან მინს შეხვდა. შეხვედრა შანხაიში ჩინური კორპორაციის შტაბ–ბინაში გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმაისაუბრა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე და ყურადღება გაამახვილა ჩინური ინვესტორების დაინტერესების მნიშვნელოვან ზრდაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ჩინური კორპორაციის ინტერესებზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე ჩინეთში, რომელიც ყოველწლიურად მატულობს. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში, წლის განვლილ პერიოდში, ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, შესაბამისად, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია. 

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო ღირსეულად იქნას წარმოდგენილი შანხაის რეგიონის  ღვინის ბაზარზე. ასევე  ყურადღება გამახვილდაჩინეთთან მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. ითქვა, რომ დიალოგი ქვეყნებს შორის ამ საკითხზე წარმატებულად მიმდინარეობს და შეთანხმების გაფორმება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics