17:08 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 11:54:42, 624 ნახვა

საზოგადოება
NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახალგაზრდები უფრო უჭერენ მხარს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ახალგაზრდები უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ხალხი.

NDI-ს კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი? - დადებითი პასუხი 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 77%-მა, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 74%-მა და 56 წლის ზემოთ ასაკის გამოკითხულთა 64 %-მა გასცა.

ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 14 %-ისთვის, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 15 %-ისა და 56 წლის ზემოთ ასაკის გამოკითხულთა 20 %-სთვის.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics