17:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 12:44:22, 673 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: NDI-ის კვლევების გარეშეც იცის ხელისუფლებამ, თუ რა აწუხებს ხალხს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის განწყობების ყველაზე კარგი ტესტი არა რომელიმე კვლევა, არამედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება.

როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა “ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება NDI-ს გამოკითხვას არ ენდობა და შიდა კვლევების საფუძველზე, ქვეყანაში არსებული რეალობა ძალიან კარგად იცის.

„NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით, არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი. ზოგადად, ბევრი საკითხია გასარკვევი იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებსაც “NDI”-ის წარმომადგენლები ამ კვლევას უკვეთავენ. მათ გამოკითხვაში ძალიან ბევრი უზუსტობა დაფიქსირებულა. ამიტომ, როგორია საზოგადოების განწყობები და 2012 წლის შემდეგ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალა თუ არა, ამ ყველაფერს 8 ოქტომბერს გავიგებთ. თუმცა, ყოველგვარი კვლევის გარეშე, ხელისუფლებამ იცის თუ სად არის ყველაზე დიდი გამოწვევა. სიღარიბის აღმოფხვრით, ბიზნეს გარემოს შექმნით, ინვესტიციების მოზიდვითა და ქვეყნის სწრაფი განვითარების უზრუნველყოფით მომსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეს არის ხელისუფლების მთავარი ამოცანა. ყოველგვარი კვლევების გარეშე, ძალიან კარგად ვიცით და გვესმის თუ სად არის მთავარი პრობლემა. რაც შეეხება ციფრებით მანიპულირებას - სამწუხარო, ასეთი რამ ხდება-ხოლმე. ამაზე  2012 წლამდე გამოქვეყნებული კვლევები და შემდეგ არჩევნების საბოლოო რეზულტატიც მეტყველებს. რა თქმა უნდა, “NDI”-ის მიმართ არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ არ ვენდობით იმ კვლევით ორგანიზაციებს, რომელიც ამ სამუშაოებს ატარებს. ასე, რომ მთავარი ტესტი არჩევნები იქნება. ხელისუფლებამ შიდა კვლევებით ძალიან კარგად იცის თუ რა არის მოსახლეობის მთავარი პრობლემა და რეფორმებით რას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველომ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები წარმოადგინა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს
ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics