11:57 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 11:35:22, 330 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: სერიოზულად არ იქნა აღქმული, თუ რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები

„შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, როდესაც  სერიოზულად არ იქნა აღქმული ის თუ  რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  დავით უსუფაშვილმა  ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით,  საქართველომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ დასავლური თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკური ალიანსის ძლიერი წევრი ყოფილიყო.

„შეცდომა მაშინ იქნა დაშვებული, როდესაც  სერიოზულად არ იქნა აღქმული ის თუ  რამდენად ძლიერია რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები. სამწუხაროდ,   ეს იყო შეცდომა. რის საფუძველზე ვამბობ?  ამას  საქართველოს მაგალითზე ვამბობ. მჯერა, რომ  იყო რამდენიმე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა დასავლური თავდაცვის,  უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ალიანსის უფრო ძლიერ შემადგენელ ნაწილად  გვექცია.  მჯერა, რომ ევროკავშირმა ძალიან ნელა გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ევროპული   უსაფრთხოებისა და კეთილდღობის  განუყოფელი ნაწილია. ალბათ,  იგივე მოხდა ნატოს გაფართოების შემთხვევაშიც.  როდესაც საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ დაეკმაყოფილებინა ყველა სტანდარტი  და მოთხოვნა, რომელიც ნატოს აქვს  თავისი წევრობის მსურველთათვის, ხანდახან ჩვენ საჭიროზე მეტსაც კი ვაკეთებდით, რაც შესაძლებელი იყო პატარა პოსტსაბჭოური  საზოგადოებისთვის, რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშ არის  ყველა შესაძლებელი მხრიდან.  დიახ,  ჩვენ  მივდიოდით წინ და განვიცდიდით  პროგრესს, მაგრამ სამწუხაროდ  ეს არ იყო საკმარისი.   სხვა მიზეზები იყო,  რის გამოც  პროცესი საკმარისად სწრაფი ვერ განბვითარდა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჟვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შუახევის მერი ASTANA STARS-ის მონაწილე გოგონათა ბენდ „117“-ს შეხვდა
ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics