16:37 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 15:51:29, 870 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: პაპუაშვილი არასამთავრობო ორაგანიზაციებთან შესახვედრად თუ იცლის, საგამოძიებო სამსახურსაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საგამოძიებო ორგანიზაციაში მისვლის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ პაპუაშვილმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ კი მას ასეთი რამ საერთოდ გააჩნია, შესაბამის ორგანოებს უნდა მიაწოდოს.

„მე ვისურვებდი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, მისთვის თავისუფალ დროს შესაბამის ორგანოებში მივიდეს. გიორგი პაპუაშვილი იცლის  არასამთავრობო ორგანიზაციებთან შესახვედრად, პაპუაშვილმა პირველ რიგში მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ კი მას ასეთი ინფორმაცია საერთოდ გააჩნია, შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს. საგამოძიებო ორგანოების კარი მისთვის სასურველ დროს ღიაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას წულუკიანმა. 

ცნობისთვის, საკონსტიტუცი სასამართლოს თავმჯდომარე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურაში 13:00 საათზე იყო დაბარებული. თუმცა, მანამდე პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება, საგამოძიებო უწყებაში არ მივა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში  სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და  გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571   მუხლის I ნაწილით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics