18:49 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 16:15:59, 614 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: კალაძეს კორცხელის თემასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება

პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კახა კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, “კალაძეს ამ კონკრეტულ თემასთან არავითარი კავშირი არც ჰქონია, არა აქვს და არც მომავალში ექნება“. 

“კალაძის, როგორც “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და საკმაოდ წარმატებულად დაანახა პრეზიდენტს საკუთარი თავი, თუ რა ღირებულებების მატარებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის საეჭვო დაპირისპირებაში მონაწილე პირების პოლიტიკური ლიდერის გვერდით გამოჩენა, პარლამენტარმა განმარტა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “აუცილებლად რაღაც დავალებითი კავშირი არსებობს“. 

​“ისინი მართლაც აქტივისტები არიან. ხშირ შემთხვევაში იყვნენ გარკვეულ აქციებზე და სწორედაც მათი ამოცანა და მოვალეობაა ის, რომ რეალურად იყოს სიმშვიდე და არ იყოს დაპირისპირება, თუმცა ვფიქრობ, რომ დაპირისპირების პროვოცირება წარმატებული იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics