09:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 16:52:12, 1107 ნახვა

სამართალი
ოთარ მამფორია: რომ არა შსს, ვერასდროს გავიგებდი, რომ ჩემი მეუღლისა და შვილის მკვლელი ოჯახის ახლობელი იყო

ზემო ფონიჭალაში მოკლული ნონა რომანიძის მეუღლის განცხადებით, რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ ვერასდროს გაიგებდა, რომ მისი მეუღლისა და შვილის მკვლელი მათი ოჯახის ახლობელი იყო.

როგორც ოთარ მამფორიამ აღნიშნა, ბრალდებული მთელი ღამე დაკიტხვაზე ჰყავდათ და მან ბრალი აღიარა. 

"ჩემს გვერდში დადიოდა, ერთად დავდიოდით, ერთად ვსვამდით, არ ვიცი რა ვთქვა, ეს მსახიობი კი არა, არ ვიცი ვინ ყოფილა. გასვენებაშიც იყო ჩამოსული. ჩემი პირველი მეუღლის ძმებთან მუშაობდა, მთელი ღამე ამყოფეს ესენი იქ დაკითხვაზე და იქიდან გამოიტანა ამბავი ცოლისძმამ, რომ იქ აღიარა ყველაფერიო”,- განაცხადა ოთარ მამფორიამ.

მამფორიას ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში წასვლას გეგმავდა, სადაც ავადმყოფი დედა ჰყავს, თუმცა ბილეთები უკან დააბრუნა, რომ წავიდე, მე დამბრალდებაო. 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. 
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი გიორგი ხ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,  დაკავებულმა 29 ჭრილობის მიყენების გზით ქალბატონი მოკლა და 16 ჭრილობის მიყენების გზით მისი მცირეწლოვანი შვილი მარიამ მამფორია მოკლა. კვალის დაფარვის მიზნით კი,  ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics