13:11 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 18:37:37, 766 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: გურიაში ძალიან ღირსეული კანდიდატები წარვადგინეთ

გურიაში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარვადგინეთ,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატენის წარდგენა შეაჯამა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სიმბოლურია, რომ გურიის ინტერესების დასაცავად უფროსი თაობის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ერთად იბრძოლებენ.

„თემურ ჭკუასელი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირსეულად წარმოადგენენ ამ რაიონების, რეგიონის მაცხოვრებლების ინტერესებს. გურიას აქვს ძალიან კარგი პოტენციალი- ტურისტული, საწარმოო, სოფლის მეურნეობის. ჩვენ ჩაის აღორძინებას ვგეგმავთ და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი, რადგან მართლაც ძალიან კარგი, გამორჩეული გუნდი გვყავს",-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

„დღეს დავასრულეთ გურიის რეგიონში წარდგენები. გუშინ გვქონდა ოზურგეთში ძალიან დიდი, ხალხმრავალი შეხვედრა, სადაც არჩილ თალაკვაძე და თემურ ჭკუასელი წარვადგინეთ. გულწრფელად მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. კარგად მესმის რამხელა პასუხისმგებლობაა იყო შენი ქალაქის, შენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ხმა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ღირსეულად მიიტანენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს",-აღნიშნა კახა კალაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომელაური - ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ბევრი შეურაცხყოფა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - მადლობა მათ
გომელაური - ციფრები ადასტურებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე
გომელაური - ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები
გლდანის რაიონში კიდევ ორი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics