15:04 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 19:03:21, 596 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მუშაოებას გაეცნო. დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა რეგიონის ხელმძღვანელს მიმდინარე პროექტების, სამომავლო გეგმებისა და ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთვრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო რეგიონის ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. ტურიზმის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში ტურისტული ბაზრების გაზრდას, შიდა ტურიზმის მიმართულებით სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებების გაძლიერებას, რებრენდიგსა და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებას გეგმავს. 

მამუკა ბერძენიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული კვლევების შედეგებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც ჩამოსულ ვიზიტორთა 92% კმაყოფილია აჭარაში ვიზიტით, თუმცა უკმაყოფილებას მომსახურების კუთხით ვიზიტორთა 14%-გამოხატავს. ტურიზმის სტატისტიკით დღეს აჭარაში გვაქვს მონაცემები, რომელიც მანამდე კვლევების მიხედვით არასოდეს დადგენილა - უცხოელი ვიზიტორი საშუალოდ რეგიონში 3 დღე რჩება და დღეში საშუალოდ 320 ლარს ხარჯავს, სულ საშულოდ 960 ლარს. 

ტურისტების მატებასთან ერთად დადებითი ტენდენცია შეინიშნება სასტუმრო სექტორის ზრდის კუთხითაც, დღეს აჭარაში 328 რეგისტრირებული განთავსების ობიექტი და 15 764 საწოლი ადგილია. მნიშვნელოვანი ზრდაა ასევე საერთაშორისო მიმართულებით - ბათუმის აეროპორტში კვირაში 81 ფრენა 22 მიმართულებით ხორციელდება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. 

ზურაბ პატარაძე პრეზენტაციის ბოლოს აჭარაში არსებული ონლაინ სერვისების საერთო ბაზის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რაც კიდევ უფრო გაზრდის უცხოელი მომხმარებლების ხელმისაწვდომობას რეგიონის ტურისტულ მომსახურებაზე. 

მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის დეპარტამენტის მთელ გუნდს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და არსებული შედეგებისათვის. უახლოეს მომავალში ზურაბ პატარაძე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics