01:33 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 19:02:55, 715 ნახვა

პოლიტიკა
დუმის დეპუტატი: ტერიტორიები არ არის ოკუპირებული პუტინის მიერ, ისინი პრო-ამერიკულ რეჟიმს გაექცნენ

ტერიტორიები არ არის ოკუპირებული პუტინის მიერ, ეს ტერიტორიები არ გაექცნენ საქართველოს, ისინი გაექცნენ პრო-ამერიკულ რეჟიმს, რომელსაც 25 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ატარებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ სიმაგინმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ოფიციალური რუსეთი მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში დაინტერესებულია და მისთვის არ არის სულერთი თუ რა ხდება მის მეზობელ ქვეყანაში.

"აღვნიშნავ, რომ რუსეთში ანტი-ქართული განწყობები არ არსებობს. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტეს ნაწილს მსგავსი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. დამრჩა განცდა, რომ ერთმანეთი გვენატრება", - განაცხადა სიმაგინმა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, მათ მსგავსი სტატუსი არ გააჩნიათ.

"რუსეთს 10 წლის წინ არ ეგონა, რომ ჩეჩნეთზე კონტროლს დაიბრუნებდა, თუმცა ეს მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი. ვურჩევდი საქართველოს, რუსეთისგან მსგავსი პრობლემების მოგვარება ისწავლოს. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება არც რუსეთთან და არც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან კონტაქტზე არ გამოდის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაკლებად ანგაჟირებული იქნება და მოლაპარაკებებს დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება", - განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

ცნობისთვის, ბათუმში "სახალხო მოძრაობა-სოციალისტური საქართველოს" აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი ესწრებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics