09:46 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 12:18:15, 531 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 3 უვადო მსჯავრდებული ქალი შეიწყალა და მათი გათავისუფლების ვადა განსაზღვრა

საქართველოს პრეზიდენტმა  შეწყალების ორ აქტს  მოაწერა ხელი.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალების ერთი აქტის საფუძველზე, პრეზიდენტმა  უვადო მსჯავრდებული სამი  ქალბატონი შეიწყალა და მათი გათავისუფლების ვადა განსაზღვრა, რომელიც თითოეულ შემთხვევაში  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20 წლის ვადას არ აღემატება.

"განვმარტავ, უვადო მსჯავრდებული ქალები დღეს საპატიმროს ვერ დატოვებენ. ისინი  შეიწყალა პრეზიდენტმა და მათი გათავისუფლების ვადები განსაზღვრა. ამ ქალბატონებს სხვადასხვა ვადა ჰქონდათ მოხდილი, ერთს ჰქონდა 9 წლამდე, ერთს 8 წლამდე, ერთს 7 წლამდე.დადგენილი ვადა, რაც განსაზღვრა პრეზიდენტმა მათი გათავისუფლებისთვის,  ჯამურად არ აღემატება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის 20 წლის ვადას. არ აღემატება, მაგრამ ყველასთვის ეს  ინდივიდუალურად განსაზღვრული ვადაა",-განმარტა ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული უვადო მსჯავრდებულები მისივე თქმით,  ჯამურად სასჯელს იხდიდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე მუხლებით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის გამო.

"4 მარტს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის რეკომენდაციით  შეწყალების  საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა და    უვადო მსჯავრდებული ქალბატონების შეწყალების საკითხი სწორედ ამ სხდომაზე იყო განხილული",-დასძინა ზვიად ქორიძემ.

რაც შეეხება შეწყალების მეორე აქტს, ამ აქტით  შეწყალებული იქნა 188 მსჯავრდებული. ამ 188 მსჯავრდებულისდან 7  არასრულწლოვანია.სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სრულად გათავისუფლდება 130 მსჯავრდებული. ისინი დღეს დატოვებენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს. მათ შორის 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. აღნიშნული შეწყალების აქტით 58 მსჯავრდებულს შეუმცირდა აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი, ზოგს გაუნახევრდა, ზოგს 1/3-ით შეუმცირდა, ზოგს კი, სასჯელი კონკრეტული კალენდარული ვადით შეუმცირდა. ამ 58 მსჯავრდებულს შორის 6 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

"გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდნეტმა მიიღო შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილული საქმეების საფუძველზე წარდგენილი რეკომენდაციებით.  25-დან 27 თებერვლამდე მუშაობდა კომისია და იხილავდა 1212 პირის საქმეს",-განმარტა ზვიად ქორიძემ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics