05:51 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 10:41:23, 857 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, აღნიშნული კანონი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი სრულად იწყებს მოქმებდებას პირველი აგვისტოდან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მოსახლეობისათვის. დღეს, 25 % მიწის მასის დარეგისტრირებულია, რაც არის დიდი პრობლემა.  ერთის მხრივ იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ახდენს მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას, გამოყენებას ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად და მეორე იმიტომ, კერძო სექტორისტვის ზოგადად ეს არის დიდი პრობლემა“,-განაცხადა პრემიერმა.

ამასთან,  პრემიერის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია მარტივდება და სახელმწიფო მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში,   მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითაც ეხმარება.

„ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ მარტივდება რეგისტრაცია, სახელმწიფო  მოსახლეობას ეხმარება რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითაც.   ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ სოფლის მეურნეობის განვითრებას, მეორეს მხრივ, მიწის ბაზის მოწესრიგებას, და რა თქმა უნდა ეს არის სოციალური საკითხიც, ვინაიდან, ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი დღესდღეობით ჯერ კიდევ ჩართულია სოფლის მეურნეობაში და ვფიქრობ, სოფლად მოსახლეობის გამაგრებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი“,-დასძინა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics