20:01 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 12:12:55, 1634 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ ათობით მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთის ხელისუფლებამ ათობით მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიღო, - ამის შესახებ BBC თურქულ მედია საშუალებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, 45 ყოველდღიური გაზეთი, 16 ტელეკომპანია და 3 საინფორმაციო სააგენტო დაიხურა.

როგორც BBC წერს, მთავრობამ სულ 130 ადგილობრივი მედია საშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ხელისუფლების განცხადებით, სამსახურიდან 1600 სამხედრო, მათ შორის 149 გენერალი და ადმირალ დაითხოვეს.

როგორც 27 ივლისს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებულია 15 ათასი ადამიანი, მათგან 10 ათასი სამხედროა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობამ სამსახურიდან ასევე მასწავლებლები და ლექტორები გაათავისუფლა, დაიხურა ათობით უნივერსიტეტი.

ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ემსხვერპლა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics