23:00 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 12:19:03, 975 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, NDI-ის საიმედოობაზე კარგი შეხედულება არ მაქვს

„კვლევის საიმედოობაზე სამწუხაროდ, არ მაქვს ძალიან კარგი შეხედულება, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ NDI- ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოსახლეობის 32% ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

„კვლევის საიმედოობაზე არ მაქვს ძალიან კარგი შეხედულება, სამწუხაროდ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების გაზრდას, ეს ცალსახა ამოცანაა. მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ, ვინც იგივე განათლების, ან ეკონომიკის კუთხით მოინდომა და შეძლო სწრაფი გაუმჯობესება, ინტერნეტის გამოყენება პრინციპული იყო. მოგეხსენებათ, სახელმწიფო სერვისები ჩვენს ქვეყანაში ძალიან მდიდარია ამ მიმართულებით. განათლების სამინისტროში ვმუშაობთ, რომ განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების გამოყენებაზე სკოლას, რეგიონს და მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაცია", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, პრემიერმაც ისაუბრა მთვარობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომ ხელისუფლებას აქვს უპრეცენდენტო პროექტი, სოფლებში ჩქარი ინტერნეტის შეყვანაზე.

"ფაქტობრივად, ყველა მოზრდილ სოფელში ჩვენ გვექნება ოპტიკური კავშირი. სხვა ქვეყნების გამოცდილება რომ ნახოთ, ასეთმა პროექტებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია განათლებაზე, ეკონომიკაზე და და სხვა სფეროებზეც. მე პირადად, მეჩვენება, რომ მეტს უნდა ჰქონდეს ინტერნეტზე წვდომა", - განაცხადა განათელბის მინისტრმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics