11:43 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 12:25:52, 1235 ნახვა

სამართალი
სარეცხი ფხვნილების კუსტარული წესით დამზადებისათვის სამი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სარეცხი ფხვნილების PERSIL-ისა და ARIEL-ის კუსტარული წესით დამზადებისათვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

ამის შესახებ საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი და აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.

 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - გადირ ახმედივი, ოქტაი მამედოვი და ალი ნურიევი საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდნენ იაფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების, ”PERSIL”- ისა და ”ARIEL”- ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები.

 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics