08:12 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 12:48:56, 650 ნახვა

პოლიტიკა
ჯეჯელავა: გუშინდელ შეკრებას არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებებთან არ ჰქონია

„გუშინდელ შეკრებას და არცერთ შეხვედარს ჩემი მონაწილეობით, არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებებთან არ ჰქონია“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, სამუსაო შეხვედრა ძალიან მრავალფეროვანი იყო. 

„გუშინდელ შეკრებას და არცერთ შეხვედარს ჩემი მონაწილეობით არანაირი კავშირი სამთავრობო ცვლილებებთან არ ჰქონია, სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა ჩემი მონაწილეობით და შესაბამისად ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. მიმდინარე სამუშაო შეხვედრა იყო, ძალიან მრავალფეროვანი. ჩემს შემთხვევაში საკითხები ჩემს სისტემას ეხებოდა, სხვის შემთხვევაში, მის სისტემას. ანუ როგორც გაშუქდა რომ სპეციალური შეკრება, ასე არ ყოფილა. პირადად მე კვირაში ორჯერ საღამო ხანს პრემიერთან კონსულტაციის მიზნით სხვადასხვა საკითხებზე მიწევს აქ მოსვლა და უბრალოდ ამ შემთხვევაში მგონია, რომ დაემთხვა და ამიტომ დატოვა ასეთი შთაბეჭდილება“,-განაცხადა ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრების პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრები იმყოფებოდნენ. ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics