06:51 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 13:21:48, 937 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: პრემიერს პაპუაშვილისგან კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია

„ჩემთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღია“,-ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის  პრემიერთან შეხვედრის თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პაპუაშვილმა პრემიერს ზოგადი ტიპის ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩემთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ მიუღია კონკრეტული ინფორმაცია. მან უამბო ზოგადი ტიპის ინფორმაცია და კიდევ ის ვიცი, რომ პრემიერმა კიდევ ერთხელ სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ ნებისმიერი კონკრეტული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია, აუცილებალდ მიაწოდოს პროკურატურას, რაც ალბათ მოხდება კიდეც როგორც კი შესაბამისი შეხვედრა შედგება“,-განაცხადა წულუკიანმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics