07:37 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 14:09:19, 1194 ნახვა

სამართალი
მოსამართლე: პროკურატურაში კონკრეტული მოსამართლის გვარს დავასახელებ

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც ერემაძემ აღნიშნა, გამოძიებას კონკრეტული მოსამართლის გვარს დაუსახელებს.

„ხაზგასმით მინა ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან არც ერთი არ შემეხებოდა პერსონალურად მე,  თუმცა იმავდროულად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა, პირველად გავიგე ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, ან სასამართლოში ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა. ნამდვილად სასამართლოში რამდენჯერმე, მათ შორის მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. მათ შორის ვიდრე ბატონი გიორგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე დღით პლენუმის ფორმატში თითქმის ყველა მოსამართლე ალბათ ერთის გამოკლებით, ჩვენ დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხებს ვიხილავდით და ბატონი გიორგი იყო რა შეწუხებული ერთ-ერთ მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მან მოსამართლეები ჩაგვაყენა საქმის კურსში. მე ვერ ვისაუბრებ იმ მოსამართლის სახელით, რომელთანაც ეს ინფორმაცია დაკავშირებულია. თუ კი მოსამართლეებთან ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა აღწევს სიმწვავის იმ დონეს, როდესაც მოსამართლეს დაფიქრება უწევს მიიღოს თუ არა ობიექტური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით ეს ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიეწოდოს. მჯერა, რომ ასეთი ტიპის გამოწვევებზე ყველაზე სწორი პასუხი არის პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება. მე კონკრეტულ გვარს დავასახელებ პროკურატურაში“, - განაცხადა ქეთევან ერემაძემ.  

საქართველოს მთავარ პროკურატურაში  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ელოდებიან. უწყება გამოკითხვასთან დაკავშირები პლენუმის ყველა წევრს ჩაბარდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics