15:38 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 15:31:35, 1071 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი EBRD-ის რეგიონულ წარმომადგენელს ბრუნო ბალვანერას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე EBRD-ის რეგიონულ წარმომადგენელს ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, იმ ინვესტიციებს შეეხო, რომელსაც  EBRD-ი  საქართველოში ახორციელებს.

„განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია 2016 წელი, რადგან EBRD-ი სხვადასხვა მიმართულებებით 400 მილიონი დოლარის ინვესტიციისგანხორციელებას გეგმავს.საუბარია კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე,  საასტუმრო ბიზნესზე და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე. სოფლის მეურნეობის მიმართულების დაფინანსება საბანკო სექტორის გავლით მოხდება. ამ სფეროში სათბურების განვითარების ხელშეწყობა იგეგმება, რაცსაქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  შესაბამისი პრაქტიკა პრინციპში მხოლოდ რამდენიმე რეგიონში არსებობს. ასევე, ტარდება ტრეინინგები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და დაახლოებით, 21 სექტემბრიდან  ჩაეშვება ეს პროექტი", -განაცხადა მაია მელიქიძემ.

მელიქიძის განცხადებით, იმ მიმართულებებს შორის, რომელსაც  EBRD-ი აფინანსებს, აღსანიშნავია კაპიტალის განვითარებისმიმართულების ხელშეწყობა.

„მნიშვნელოვანია, რომ EBRD-ი პირდაპირ აფინანსებს რამდენიმე კომპანიას. ამის შესახებ ძალიან ხშირად ისმებოდა კითხვები- ხდება თუ არა EBRD-ისმხრიდან პირდაპირი დაფინანსება. რატომ არა ბანკი  და ვთქვათ, რატომ უნდა ავირჩიოთ EBRD-ი? იმიტომ რომ EBRD-ის სესხის ვადა შედარებით უფრო დიდია. ამასთანავე, საუბარია იმაზე, რომ თუ რომელიმე კომპანიას აქვს სურვილი რაღაც მიმართულებით განავითაროს თავისი საქმიანობა 15 % აფინანსებსევროკავშირი, ხოლო დანარჩენს კი, აფინანსებს EBRD-ი", -აღნიშნა მაია მელიქიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
კალაძე დეგნანზე - გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილია
კალაძე - შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას
პაპუაშვილი ოპოზიციონერ ქალებზე - ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში როგორც არაფერი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics