03:22 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 15:30:56, 1183 ნახვა

ეკონომიკა
რა უნდა ვიცოდეთ ანაბრებით სარგებლობისას?

ანაბარი გავრცელებული საბანკო პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს ფულადი სარგებლის მიღების მიზნით,  თანხის საკრედიტო დაწესებულებაში განთავსებას სთავაზობს  გარკვეული დროით.  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ საბანკო პროდუქტით სარგებლობისას - რჩევები თიბისი ბანკის რეგიონალური დირექტორისგან, ლევან დიასამიძისგან.

რა არის ანაბარი და რა მნიშვნელობა აქვს დანაზოგებს?

ანაბარი (დეპოზიტი) არის თანხა, რომელსაც ვანთავსებთ საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში) გარკვეული დროით, სარგებლის მიღების მიზნით. ანაბრის საშუალებით  ვაკეთებთ დანაზოგს და მას  ვინახავთ უსაფრთხოდ, ასევე ვიღებთ სარგებელს ანაბარზე დარიცხული პროცენტის სახით. ანაბრის უპირატესობაა ისიც, რომ მეანაბრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მის მიერ განთავსებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. (თუ ხელშეკრულებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული).

ასეთი ტიპის დანაზოგის ბანკში განთავსება ძალიან  მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინაიდან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და დაუგეგმავი ხარჯებისაგან არავინ  არ არის დაზღვეული.

როგორი სახის ანაბრები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის? (მოთხოვნამდე-ვადიანი)

მიუხედავად ბაზარზე გავრცელებული უამრავი სადეპოზიტო პროდუქტისა, ანაბრები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბარი.

ვადიანი ანაბრის შემთხვევაში, მეანაბრე წინასწარ საზღვრავს ანაბრის ვადას (ძირითადად გავრცელებულია 3-24 თვემდე ანაბრები) და ანაბრის ხელშეკრულებაც სწორედ ამ ვადით ფორმდება. ვადიანი ანაბრის შემთხვევაში, სარგებელი (ანუ დარიცხული პროცენტი) შედარებით მაღალია.

მოთხოვნამდე ანაბარი ისეთი ტიპის ანაბარია, რომლის ვადაც განსაზღვრული არ არის, ანუ მომხმარებელმა ზუსტად არ იცის, როდის დასჭირდება ანაბრის გამოყენება და ამიტომ საკრედიტო ორგანიზაციასთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას არ აფორმებს. ასეთი ტიპის ანაბრებზე შედარებით ნაკლები სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, მას ძირითადად მოკლევადიანი განთავსებების დროს იყენებენ.

ორივე ტიპის  ანაბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროზე ადრე შეწყვეტის (განაღდების) შემთხვევაში, თქვენ მიერ განთავსებულ თანხას სრულად მიიღებთ, ხოლო დარიცხული სარგებელი შეიძლება შემცირდეს კონკრეტული ანაბრის პირობებიდან გამომდინარე.

რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ანაბრის გახნის დროს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ვირჩევთ ანაბრის ტიპს?

ანაბრის განთავსებისას ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ დეტალებს:

- სწორად შევარჩიოთ საფინანსო დაწესებულება, რომელსაც ხანგრძლივი ვადით ვანდობთ ჩვენს დანაზოგს. ცნობადობისა და რეიტინგის გარდა, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ანაბრის სარგებელს.  ანუ, რაც უფრო მაღალ სარგებელს გთავაზობენ საფინანსო ინსტიტუტები, მით უფრო რისკიანია დაბანდება.

- მეორე ფაქტორი პროდუქტის სახეობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ანაბარი სწორად მოვარგოთ ჩვენს ფინანსურ შემოსავლებს და საჭიროებებს. სწორად განვსაზღვროთ ვადა, რადგან მასზეა დამოკიდებულია ის, თუ რა შემოსავალს მივიღებთ ანაბარზე.

- ასევე მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ ვალუტა. იქიდან გამომდინარე, რომ ანაბარი გარკვეული ვადით თანხის განთავსებას გულისხმობს, არასწორად შერჩეულმა ვალუტამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაგვაზარალოს. შეეცადეთ ანაბარი მაქსიმალურად მყარ ვალუტაში განათავსოთ.

როგორ უნდა განვუვითაროთ ბავშვებს (ჩვენს შილებს) დაზოგვის კულტურა და რა მნიშვნელობა აქვს დაზოგვის კულტურას მომავალი თაობისთვის?

დანაზოგის კულტურის განვითარება სასურველია ადრეული ასაკიდან დავიწყოთ. ჩვენს შვილებს უნდა ჰქონდეთ ყულაბა, სადაც შეაგროვებენ თანხას. მეორე ეტაპი ხარჯვის პროცესია, აქ მნიშვნელოვანია, ლოგიკური გადაწყვეტილებებისკენ ვუბიძგოთ ბავშვებს  და ვასწავლოთ შეძლებისდაგვარად სწორად ხარჯვა. ეს პროცესი მოზრდილ ასაკშიც უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ ჩვევაში გადაიზარდოს.

რა რჩევებს მისცემდით მომხმარებლებს დანაზოგებთან დაკავშირებით?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანს  აქვს საჭიროება და სურვილი, ჰქონდეს თუნდაც მცირედი დანაზოგი, დაბალი შემოსავლების პირობებში ხშირად ეს მიუღწეველი გვეჩვენება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ალბათ, შესაძლებელია გარკვეული, თუნდაც მცირედი დანაზოგის გაკეთება, რომელიც შემდგომში არაერთ პრობლემას მოგვიხსნის.

ექსპერტების რჩევით სასურველია დანაზოგის მოცულობა ჩვენი თვიური შემოსავლის სამმაგ ოდენობაზე მეტი იყოს.

ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც. დანაზოგი სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას გვმატებს.

 

(NS)

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics