03:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 16:13:24, 626 ნახვა

სამხედრო
ცენტრალურ აფრიკაში წარმოებული გამოძიების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული მხარის მიერ წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების საკითხით ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, დანიელ კაპონე დაინტერესდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა ამერიკელ დიპლომატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა წარმომადგენელს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილი დაესწრო, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფის ვიზიტის მომზადებაში.

ამერიკელი დიპლომატის მიერ აღინიშნა, რომ მისი მიზანია, ოფიციალურ ვაშინგტონს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ და საქართველოს გამოცდილება გაეროსა და ევროკავშირის მისიების იმ კონტრიბუტორმა ქვეყნებმა გაიზიარონ, რომლებსაც მსგავსი სახის პრობლემები აქვთ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულმა მხარემ სექსუალური ძალადობის ბრალდებების შესახებ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა. დანიელ კაპონემ საგამოძიებო ჯგუფს სიმართლის დადგენის ძალისხმევისა და პროცესის გამჭვირვალობისათვის მადლობა გადაუხადა.

უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

ქართული საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო პროცესების განსახორციელებლად ივნისში იმყოფებოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულში ქართველი სამხედროების ბრალეულობა არ იკვეთება.

(NS)

 

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics