16:16 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 18:47:40, 1052 ნახვა

სამართალი
კოჟორიძე: საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ევა გოცირიძემ მთელ ევროპას სამართლის სტანდარტები დაუდგინოს

 „ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები ამბობს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ისეთი პროცესით უნდა შეარჩიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც განამტკიცებს სასამართლოსადმი ზოგადად ნდობას, არ გააჩენს კითხვებს და იქნება გამჭირვალე“, - ამის შესახხებ  პრეზიდენტის მჩეველმა ადამიანთა უფლებების საკითებში კახა კოჟორიძემ სტრასბურგის სასამართლოში ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვიტელებამ აღნიშნულ პროცესს დამატებითი ჩრდილი მიაყენა.

„მაშინ როდესაც ანა დოლიძემ ქალბატონ ევა გოცირიძეზე უფრო მაღალი ქულები მიიღო კომისიიდან, ჩვენთვის გაუგებარია რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა მთავრობის მხრიდან ქალბატონ ევას პრიორიტეტი. ჩვენ ალბათ გვავიწყდება ის, რომ საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეზე ანუ პირზე, რომელმაც ევროპას სამართლის სტანდარტები უნდა დაუდგინოს“, - განაცხადა კოჟრიძემ..

ამასთან, მისივე თქმით - „ევა გოცირიძემ ქართული სტანდარტები არ დაიცვა და ვერ დაიცვა“.

„იმ გადაწყვიტელების შემდეგ რაც მან მურუსიძეს მეორედ მოაცვა სხვებთან ერთად მოსამართლეობის მანტია და მერე საზოგადოებას წერილობითი განცხადებით აცნობა, რომ არ დაიცვა ქართული სტანდარტები და მიიღო გაუგებარი ჯგუფური გადაწყვეტილება, ამ ყველაფრის მერე, გაუგებარია ეს პროცესი. უცნაური ჯაჭვია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მურუსიძის სამართალს გამაოგნებელი უწოდა. ქალბატონმა ევამ მურუსიძე კვლავ დანიშნა მოსამართლედ და დღეს საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ევა გოცირიემ მთელ ევროპას სამართლის სტანდარტები დაუდგინოს. ამას ჩვენ ვერ ვხსნით რით არის განპირობებული და მოტივირებული“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics