23:39 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 19:27:56, 707 ნახვა

სამხედრო
„კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016“-ის ღია კარის დღე გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2016“-ის ღია კარის დღე გაიმართა. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაეცნენ.

„დიდგორი 2016“-ის ღია კარის დღეს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.
მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელობამ ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მათ საშუალება ჰქონდათ, პირადად დაეთვალიერებინათ გენერალური შტაბის მართვის პუნქტი, უშიშროების საბჭო და სიმულაციური ცენტრი.

„ძალიან წარმომადგენლობითი დღეა. ბევრი სტუმარი გვეწვია, მათ შორის იყვნენ ატაშეები. ძალიან გაგვიხარდა უმაღლესი მთავარსარდლის მობრძანება მინისტრთან ერთად. მათ საკმაოდ მწვავე კითხვები დასვეს. ზოგი პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო, ზოგი - არა. სწავლებაც იმიტომ იმართება, რომ გამოვავლინოთ ხარვეზები, რომელიც შეიძლება რეალურ ვითარებაში აღმოჩნდეს და მაქსიმალურად გამოვასწოროთ. სწავლების სცენარი, რა თქმა უნდა, თავდაცვით მოქმედებებს ითვალისწინებს. გათვალისწინებულია ყველა ის ტენდენცია, რაც ჰიბრიდული ომებისთვის არის დამახასიათებელი. ასევე გათვალისწინებულია რეალური გარემო, რეალური რელიეფი და რეალური კლიმატური პირობები“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„დიდგორი 2016“ სამთავრობო უწყებათაშორის სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მიზანი სახელმწიფო ორგანიზაციებს, გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავებაა, მნიშვნელოვანია ასევე, სარდლობების დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობების დადგენა და მართვის ცენტრების მოქმედებების დახვეწა ოპერატიული სარდლობის დონიდან ეროვნულ დონემდე.

წვრთნაში სიმულაციური სწავლების სისტემებია გამოყენებული. სწავლების სცენარი ომის რეალურ მოვლენებთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის მიმართ მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ხორციელდება. სწავლებაში მონაწილე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მთლიანად თავდაცვის სისტემის დაქვემდებარებაში კოორდინაციულ ოპერაციებს აწარმოებენ.

„დიდგორი 2016“-ში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებაში ასევე ჩართულია ყველა სამთავრობო უწყების 80-მდე წარმომადგენელი.

სწავლება „დიდგორი 2016“ 1 აგვისტოს დასრულდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics