15:24 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 19:29:52, 730 ნახვა

სამხედრო
ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 ქალაქ რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა მოაწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, სხვადასხვა ერთობლივ პროექტსა და ინიციატივას განახორციელებენ; გაცვლიან კვლევითი პროექტების შედეგებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ;

ფართო უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში, რაც ეროვნულ დონეზე, სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

სტრატეგიული კომუნიკაციები 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების მიზანი უსაფრთხო და დაცული საინფორმაციო გარემოს უზრუნველყოფაა.

მემორანდუმის ფარგლებში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან დაგეგმილი ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ერთ-ერთი პიცერია სალმონელოზის დადასტურების გამო დაჯარიმდა
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება
ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჩემპიონატზე ქვეჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონ ლარს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ის პირველი ფილიალი გაიხსნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics