15:49 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 12:20:25, 714 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი კვლევებზე: მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფოკუსს ჩაატარებს

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილის განცხადებით, ის იზიარებს NDI-ის კვლევის იმ პათოსს, რომ მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამში 50%-საც ვერ აგროვებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები არჩევნებზე წავლენ, შესაძლოა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს.

„მე კონკრეტულ ციფრებსა და პროცენტებზე ვერ ვილაპარაკებ. მთავარი რაშიც ამ კვლევის პათოსს ვიზიარებ არის ის, რომ ორი მთავარი პოლუსი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად ლეგიტიმურები არ არიან. დანარჩენი მათი პროცენტების გადანაწილება არ არის საინტერესო. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველთა რაოდენობაა - თუ ეს ადამიანები არჩევნებზე წავიდნენ, შესაძლოა, სურათი რადიკალურად შეიცვალოს. ამ ორ ძირითად პარამეტრს ვიზიარებ. მმართველი გუნდის წარმოამდგენლების განცხადებები, რომ ისინი აბსოლუტური უმრავლესობით მოვლენ ხელისუფლებაში - ცოტა არარეალურია. მაშინ ჩამოუყალიბებელი ადამიანები მათ უნდა მიემხრონ და ამის განმსაზღვრელ ფაქტორებს ვერ ვხედავ. მათ გონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფოკუსს ჩაატარებს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-იმ პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა. კითხვაზე ხვხალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მხარს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭერდა. მეორე ადგილს რეიტინგში 13%- ით „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ იკავებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
Reuters – ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics