10:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 12:22:18, 819 ნახვა

პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 35%-ის არჩევანზე გავლენას მრევლისა და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები მოახდენს

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათ არჩევანზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ ნდობამ მოახდინოს.

კერძოდ, კითხვაზე, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ შემდეგმა ფაქტორებმა, გამოკითხულთა 78% აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ ნდობამ მოახდინოს, 73% - პარტიის წარსულმა საქმიანობამ; 70% - საარჩევნო პროგრამამ და დაპირებებმა; 46% - პარტიის მიერ გამარჯვების მაღალმა შანსმა; 45% - ახლობლების პოლიტიკურმა შეხედულებებმა; 35% - მრევლისა და მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა; 25% - პოპულარული ადამიანების პოლიტიკურმა შეხედულებებმა, 21%-სთვის, მათ არჩევანზე გავლენას მათი დამსაქმებლების და თანამშროლების პოლიტიკური შეხედულებები მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ კითხვაზე აღნიშნული პასუხი გამოკითხულთა იმ  ნაწილმა გასცა, რომლებსაც არჩევნებზე მისვლა გადაწყვეტილი აქვთ.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics