22:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 14:58:20, 516 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისების მიღება 1-ელი აგვისტოდან კოსტავას N72-ში შეეძლებათ

თბილისის მერია მუნიციპალური მომსახურეობის დროებით სხვა სივრცეში გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“თბილისის მერია გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და  სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე,  ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ.

სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს :

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე; სწრაფი მომსახურება; გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით); სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია; სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში;  მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად; თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics