15:40 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 15:06:29, 733 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური კვლევებზე: ყველაფერს ტაქტიკურად გამართული წინასაარჩევნო პერიოდი გადაწყვეტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-კვლევებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძნელია არჩევნების შედეგების განსაზღვრა, რადგან გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან დიდია.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში წიკლაურმა განაცხადა, კვლევებმა კიდევ უფრო გამოკვეთა, რომ არის ორი მთავარი პოლიტიკური ძალა და გამარჯვებულის ბედი მათ შორის გადაწყდება.

„კვლევებს, რა თქმა უნდა, ვენდობი იმ ცდომილების ფარგლებში, რასაც თავად NDI-ი აანონსებს. მიმაჩნია, რომ ამ გამოკითხვამ რამდენიმე ტენდეცია გამოავლინა. ორი ლიდერი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. დანარჩენი პოლიტიკური ძალების რეიტინგმა კლება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ალასანიას პარტიის რეიტინგი დრამატულად დაეცა. ეს ნიშნავს, რომ კრისტალიზაცია მოხდა - „ოცნების“ ამომრჩეველი წავიდა მმართველი გუნდისკენ და ახლა ალასანიასთან კეკლუცობის დრო აღარ არის. ძალიან მნიშვნელოვანია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძნელია არჩევნების შედეგების განსაზღვრა. მოიგებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უფრო მეტად იაქტიურებს, დაიცავს საკუთარ პრინციპებს და დაარწმუნებს ამომრჩეველს მისი პარტიის გამარჯვებაში. პირველად არ ხდება, რომ ხან „ოცნება“ გადის რეიტინგებში წინ და ხან „ნაციონალური მოძრაობა“. ყველაფერს ტაქტიკურად გამართული წინასაარჩევნო პერიოდი გადაწყვეტს“, - აცხადებს წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან გამოკითხულთა 32%, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 6%-მა არ იცის, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
კალაძე დეგნანზე - გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილია
კალაძე - შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას
პაპუაშვილი ოპოზიციონერ ქალებზე - ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში როგორც არაფერი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics