19:51 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 14:56:11, 373 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: არ მითქვამს, რომ პარლამენტიდან მივდივარ და უმრავლესობის ლიდერის პოსტს ვტოვებ

არც ერთ გადაცემაში და ინტერვიუში არ მითქვამს, რომ მე მივდივარ პალრამენტიდან და შესაბამისად, ვტოვებ უმრავლესობის ლიდერის  თანამდებობას",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საგანელიძის განმარტებით,  მხოლოდ ის თქვა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"არც ერთ გადაცემაში, არც ერთ ინტერვიუში  არ მითქვამს, რომ  მივდივარ პარლამენტიდან და მე ვტოვებ შესაბამისად უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას.მე ვთქვი, რომ მე არ მივიღებ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას",-განაცხადა დავით საგანელიძემ. 

ამასთან, საგანელიძე უმრავლესობაში დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს.

"უმრავლესობა იყო ასეთი, შევიდოდნენ ცხვრებივით ერთ დარბაზში და მერე ცხვრებივით გამოვიდოდნენ გარეთ. ეს იყო ისეთი ჰარმონიზირებული, ტკბილი, თბილი  და რა კარგია ასეთი უმრავლესობა. არა ბატონო, ღმერთმა დაგვიფაროს, უმრავლესობის სხდომაზე, ფრაქციის სხდომაზეც უნდა იყოს განსხვავებული აზრი, კამათიც, ხანდახან ხმამაღალი კამათიც იმიტომ, რომ  პარლამენტია ეს და არა საბავშვო ბაღი",-განაცხადა დავით საგანელიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics